სოჭიდან სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი “პრინცი ვლადიმერი” ჩავიდა


  • სოჭიდან ოკუპირებული სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი „პრინცი ვლადიმერი“ ჩავიდა, – ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს რუსული გემის მეორე საცდელი მოგზაურობაა ოკუპირებულ აფხაზეთში.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 11 რეისი. რეისები 29 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველ კვირაში შესრულდება და თითოეული კრუიზი 5 დღეს გაგრძელდება, მათ შორის გემი სამი დღის განმავლობაში სოხუმის პორტში დარჩება.

„აფხაზეთის გადამზიდავი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 54 მგზავრია.

„ესენი არიან სხვადასხვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან საექსკურსიო მარშრუტებს. 96 ადამიანი კი ეკიპაჟის წევრია“, – განაცხადა მან.

გამოცემა „აფსნიპრესი“ წერს, რომ „პრინცი ვლადიმერი“ ამჟამად ერთადერთი სამგზავრო გემია, რომელიც სოხუმის საზღვაო პორტში შედის.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!