“ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 , აგვისტოს # 34 დადგენილებით განისაზღვრა მოსახლეობისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა სულზე 0,5 ლარი. ურჩ გადამხდელებს ეუწყათ დავალიანების დროულად დაფარვის შესახებ.
2015 წლის იანვრიდან ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ენერგოპრო ჯორჯიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ აბონენტს მოხმარებული ელექრტოენერგიის ქვითართან ერთად ეგზავნება დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი სულადობის დაფიქსირებული ოდენობის გათვალისწინებით.
ქ.ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეთა 30% არ იხდის დასუფთავების გადასახადს. რაც ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება კანონიერ რეაგირებას. მათ უკვე დაუგროვდათ თითოეულს 20 ლარზე მეტი.
ა(ა)იპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” კონტროლიორთა მიერ, გაფრთხილების მიზნით, ქუჩების მიხედვით განხორციელდა შემოვლა და ურჩ გადამხდელებს ეუწყათ დავალიანების დროულად დაფარვის შესახებ.
მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მოსახლეობიდან ვერ მოხერხდა დავალიანების ამოღება.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მიმართავს ურჩ გადამხდელებს:
დროულად გადაიხადეთ დასუფთავების დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ქსელში თქვენი ვინაობა გასაჯაროვდება.