მერის მოადგილემ, კობა ჯიქიამ ქალაქ ზუგდიდის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები, 75 წლის იმედო ჩილაჩავა მოინახულა. კობა ჯიქია პირადად გაეცნო სოციალურად დაუცველი ქალბატონის პრობლემებს და დახმარებაც აღუთქვა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქე მერიის უფასო კვების პროგრამაში ჩაერთვება და გამოსაზამთრებლად შეშასაც მიიღებს.