კორეელი ინვესტორები ზუგდიდში


სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული- გუბერნატორის ლევან შონიას მოწვევით დღეს ზუგდიდში კორეული კომპანია „SEOL&COMPANY“-ის წარმომადგენლები, მისი პრეზიდენტი სოლ დო იუნი, ასევე კორეული კომპანია „ADEPT CONSULTING“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარიასთან, ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კორეელმა სტუმრებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დაათვალიერეს. „SEOL&COMPANY” ის კომპანიაა, რომელთანაც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროექტებთან დაკავშირებით კორეული კომპანიის ეს შემადგენლობა ზუგდიდში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა. დღეს კი, მათ დეტალურად შეისწავლეს სარეაბილიტაციო ობიექტების მდგომარეობა. მოლაპარაკების სტადიაშია ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ზუგდიდში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს დადიანების სასახლის კომპლექსში ეკატერინეს სასახლის კვლევითი სამუშაოები. ამერიკის საელჩოს დაფინანსებით კი საპროექტო დოკუმენტაციას ქართული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ამზადებს. ასევე, მიმდინარეობს ნიკოს სასახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის საფუძველზეც 2015 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!