- სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
ამცრელი ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში იმყოფება. სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია სოფელ დარჩელის ამბულატორიაში მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.