დიდთოვლობის გამო ზუგდიდის 8 სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება


  • ზუგდიდის მაღალი ზონის სოფლებში დიდთოვლობის გამო დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროისთვის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმედილია, იწმინდება სოფლების შიდა გზები. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობელემების აღმოფხვრის სამუშაოებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია პირადად ხელმძღვანელობს.

დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ელექტრო ენერგია შეზღუდვებით მიეწოდება მუნიციპალიტეტის რვა სოფელს. დაზიანებულ კერებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტრო მომარაგება ყველა პრობლემურ სოფელს დღესვე აღუდგება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!