- 19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” მუზეუმების განყოფილებამ სოფელ ურთაში, სოლომონ ცაიშვილის სახლ-მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის დღეებთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო – “კოლხური სულის აპოგეა” გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: რაულ ჩილაჩავა, კოტე ნაჭყებია, ლაშა გვასალია, შოთა წურწუმია, ჭაბუკი ქოიავა, გიორგი გულუა, გიორგი ლემონჯავა და ურთის საჯარო სკოლის აღსაზრდელები.
საღამოს უძღვებოდა მუზეუმების განყოფილების უფროსი,პოეტი გია ჯიჭონაია.