2023-2024 სასწავლო წლისათვის ზუგდიდის საბავშვო ბაღებში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი 2023-2024 სასწავლო წლისათვის საბავშვო ბაღში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლებს მიმართავს:

“გთხოვთ სასწრაფოდ წარმოადგინოთ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ვებ.გვერდზე zugdidikids.ge განთავსებულ ელექტრონულ პორტალში რეგისტრირებული აღსაზრდელების პირადი საქმე შემდეგი ჩამონათვალით:

  • დაბადების მოწმობა
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
  • 2 ცალი ფოტო. ზომა – ¾-ზე
  • მშობლების პირადი მოწმობის ასლები საკონტაქტო ტელეფონის ნომრებით.

გაითვალისწინეთ – პირადი საქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, აღსაზრდელს შეუჩერდება რეგისტრაცია და ამოირიცხება პორტალიდან.

განმარტება: აღსაზრდელის ს/ბაღში მიღების უზრუნველყოფა ხდება აღსაზრდელის ჩარიცხვის შესახებ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 1 =

Akismet ანტისპამი