იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

“იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავი,  კოსტავას ქ. N20;
  • ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –info@idp.gov.ge


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!