- სიმსივნურ უჯრედებთან მებრძოლ ახალ იაპონურ ნანორობოტებს სამომავლოდ ვირუსულ ეპიდემიებთან საბრძოლველად გამოიყენებენ.
იაპონელმა მეცნიერებმა მიკრო რობოტი შექმნეს, რომელსაც ორგანიზმში შესვლა და სიმსივნური უჯრედების განეიტრალება შეუძლია.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, იაპონელი მკვლევარების სურვილია, რომ მათი ტექნოლოგიური სიახლე სამომავლოდ მომაკვდინებელი ვირუსების აფეთქების წინააღმდეგ გამოსაყენებლად იყოს მზად.
იაპონიის ქალაქ კავასაკიში მდებარე იაპონიის ნანომედიცინის ინოვაციის ცენტრის ექიმი, კაზუნორი კატაოკა აცხადებს, რომ მცირე ზომის ელექტრონულად დამუხტული კოლოიდური ნაწილაკების ორგანიზმში შეშვების ტექნოლოგია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კლინიკურ ცდებს გადის.
პერსპექტიული შედეგები იქნა ნაჩვენები ძუძუს და პანკრეასის სიმსივნესთან მიმართებაში და ნანომოლეკულური სამედიცინო პროდუქტები სავარაუდოდ დადებით შედეგს აჩვენებენ სამ ფაზიან კვლევაში, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
ზოგიერთი ნანორობოტი შეაღწევს დაავადებულ უჯრედებში და შეუშვებს მედიკამენტებს შიგნიდან მათი განეიტრალების მიზნით, სხვები კი შეაგროვებენ ქიმიურ და კლინიკურ ინფორმაციას გადანერგილ ჩიპში, საიდანაც ექიმებს შემდგომი ანალიზისთვის მონაცემები გადაეცემათ.
ტოკიოს უნივერსიტეტის ბიო-ინჟინერიის პროფესორი, სატოში უჩიდა ამბობს, რომ კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა ჭკვიანი ნანომანქანების მომავალი პანდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებაზე.