გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, წელს კი “კატის” გამოცდები უქმდება მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ისინი გამოცდებს აღარ ჩააბარებენ – ეს სიახლე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააჟღერა.
“2020 წლისთვის სრულად გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის და მოსწავლეები ატესტატს სკოლაში აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, სკოლასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება ურთიერთობა და ნებისმიერ საკითხზე დახმარებას საჭიროებისამებრ გაუწევს, მათ შორის კონსულტაციების სახით.
2018-2019 სასწავლო წელს კი მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდა ჩატარდება არსებული ფორმატით და მასზე გავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ წელს დაიწყეს საგამოცდო ციკლი და მე-11 კლასში ჩააბარეს “კატის” გამოცდა 4 საგანში ან რომელიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი.