- დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაცით, საქართველოს ესტუმრა მომლოცველთა ჯგუფი სერბეთიდან, ქალბატონ ნევენა სეკულიჩის ხელმძღვანელობით. მორწმუნეებმა მოილოცეს ეპარქიის ღირშესანიშნაობები და მისი უწმინდესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიეახლნენ კაცობრიობის უდიდეს სიწმინდეს, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელს, რომელიც დაბრძანებულია ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.
სერბი ერის სახელით, ჯგუფმა ღვთისმშობელს შემოსწირა ვერცხლის კანდელი, როგორც ქართველი და სერბი ერის, ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი დაუცხრომელი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად.