საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ


  • დღეს, 14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!