საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!