- საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 198 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 873 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 859, „პისიარ“-ტესტით – 3 014.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,12%, ბოლო 14 დღის – 16,83%, ბოლო შვიდი დღის – 14,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 633 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 581 376 გამოჯანმრთელდა, 16 505 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 830 741 აცრა, დღიურად აცრილია 1 279.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 695 პირი.