- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
ინფორმაციისთვის, 416 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.