- საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 762 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 383 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 987, „პისიარ“ ტესტით – 14 396.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,09%, ბოლო შვიდი დღის – 7,5%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 579 031 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 536 321 გამოჯანმრთელდა, 8 146 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 467 065 აცრა, დღიურად აცრილია 25 132.
კარანტინის რეჟიმშია 87, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 214 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 780 პირი.