- საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 047, „პისიარ“ ტესტით – 15 178.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 918 პირი.