- საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 111 გამოჯანმრთელდა, 3 613 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 342 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 111 პირი.