საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა15 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 613, „პისიარ“ ტესტით – 4210

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 998 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 886 გამოჯანმრთელდა, 3 591 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 421 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 125 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 4 =

Akismet ანტისპამი