- საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 545, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 677 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 304 პირი.