- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 987 -ს შეადგენს.