- საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 916-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 189 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.