- საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი.