- საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 095, „პისიარ“ ტესტით – 7 054.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 718 გამოჯანმრთელდა, 2 750 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 512 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 867, კლინიკურ სასტუმროში – 754.