საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 96 860  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 77 932 გამოჯანმრთელდა, 894 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 226 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 411. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 879 პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten + 20 =

Akismet ანტისპამი