- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.
610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.