სოხუმში მძიმე ეპიდვითარების გამო ყველა სკოლა დახურეს


  •  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ “აფსნიპრესს” განუცხადა, რომ 27 იანვრიდან 4 თებერვლამდე სოხუმის ყველა სკოლა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, კარანტინში გადადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 – ის 41 458 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 35 765 პირი, გარდაიცვალა 590 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + 17 =

Akismet ანტისპამი