- საქართველოში კორონავირუსისგან 207 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინშია 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 556 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.