- საქართველოში კორონავირუსისგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.