- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი.
517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.