- აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
“მიზეზი მოქალაქეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიისათვის რელიგიური დანიშნულების მინიჭება გახდა. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება. მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოვაარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის. აქვე დავამატებთ რომ სიუჟეტის ავტორებმა აქ : https://fb.watch/aEFXHXOTtV/ სწორად აღნიშნეს რომ პლასტიკურ ბარათებზეც იგივე დამოკიდებულება იყო წლების წინ, თუმცა ყველამ დავინახეთ რომ არავითარი ეშმაკი შიგ არ ჩაჯდა! მოკლედ ასეა თუ ისე ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანაზე.
აიპლიუსი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე სრულად არ ამბობს უარს. უკვე რამოდენიმე კვირაა რაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი აპლიკაცია ეფლ სტორიდან და აიპლიუსში დაგერიცხებათ ბიტკოინები”.-ნათქვამია განცახდებაში.