ზუგდიდელი ახალგაზრდა “სტიკერმენები”


  • ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა: საბა ჭიჭინაძემ და ირაკლი გვასალიამ, შექმნეს ონლაინ სარეკლამო კომპანია “სტიკერმენი”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პოსტერების, ID ბარათების, ლეპტოპების, ტელეფონების, ტაბლეტების, წიგნის სანიშნეების, მისალოცი ბარათების და ბიზნესბარათების სტიკერების დაბეჭვდას.

საბა ჭიჭინაძე რიყის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ადრე, სხვადასხვა პროექტში და პროგრამაში ღებულობდა მონაწილეობას, ახლა ახალ საქმეზეა გადართული. ფიქრობს, რომ ამჟამად, სტიკერებზე დიდი მოთხოვნაა ახალგაზრდებში და მისი და მისი მეგობარი პარტნიორის ირაკლი გვასალიას ერთობლივი საქმე წარმატებული იქნება.

ირაკლი გვასალია ინგირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრია. იყო ახალგაზრდული ჟურნალის “აზრთა სივრცე” რედაქტორი. მონაწილეობს ახალგაზრდული სათათბიროს პროექტებში. არის დრამატული სტუდია “შთამომავლების” წევრი.

ირაკლი გვასალია: “მე და საბამ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი იდეები და მოსაზრებები ერთმანეთს გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმა ონლაინ სარეკლამო კომპანია, რომელიც ხარისხიან მომსახურებას გაუწევდა მომხმარებლებს. თავიდან, ეს ყველაფერი რთულად, ძნელად გვეჩვენებოდა, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ და შრომამ მოლოდინს გადააჭარბმა. გაგვიჩნდა შემოსავლის წყარო, რომელმაც მოგვცა მოტივაცია, რომ არ გავჩერდეთ. სტიკერების დიდი არჩევანი გვაქვს, ვბეჭდავთ ნებისმიერ სტიკერს, ასევე ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს. “სტიკერმენი” ზუგდიდელ ახალგაზრდა მხატვრებს, გრაფიკოსებს ეხმარება თავიანთი ნამუშევრები სტიკერებად აქციონ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდებს ვეხმარებით საკუთარი თავის წარმოჩენაში. რაც შეეხება ფასებს, მინიმალურია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი ნამუშევრები გატანილი გვქონდა სხვადასხვა ღონისძიებაზე გასაყიდად. მინდა გითხრათ, რომ სტიკერები ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს, მათგან ბევრ კომპლიმენტებს ვღებულობთ. სამომოვლოდ, ვგეგმავთ ჩვენი ბიზნესის გაფართოვებას. ვგეგმავთ ოფისის გახსნას.

საბა ჭიჭინაძე: “სტიკერმენი” მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ ხარისხში დაბეჭდონ მათთვის სასურველი პოსტერები, სტიკერები, მისალოცი ბარათები, წიგნის სანიშნეები და ლოგოები, ასევე ვამზადებთ ჩანთებს. თავიდან, ყველაფერი რთულად გვეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიეთ. ფეისბუქგვერდი შევქმენით და მოვიზიდეთ ახალგაზრდები. ყოველთვის მინდოდა მცირე ბიზნესი მქონოდა და ჩემი შემოსავლით დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. მე და ირაკლის გვინდა, ამ ყველაფერს საქველმოქმედო სახე მივცეთ და პროდუქციიდან შემოსული თანხით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის”.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!