- საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის სისტემა რჩება და ვისაც ეს საბუთი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, ამ მექანიზმით სარგებლობას შეძლებს“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.