ნარაზენში საკალანდიოს უბანში გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ხიდის რეაბილიტაციაც.

უწყების ცნობით, გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა.

გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!