სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დროშები დაშვებულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.