დეცენტრალიზაციის კონსულტაციები დაიწყო


დღეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს წუხელ, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნა და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.

მოგვიანებით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა, რის შემდეგაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მოამზადებს მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!