- საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, “ასტრაზენეკას” ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.