საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 180 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 324, პისიარტესტით – 13 856.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,41 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,51 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,59 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 651.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 317 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 297 676 გამოჯანმრთელდა, 4 227 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!