საუკეთესო ქალაქები ზამთრის შვებულებისთვის


ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი სუსხის მიუხედავად, არსებობენ ქალაქები, რომლებშიც შვებულების გატარება ზამთარშიც კი სასიამოვნო და საინტერესოა.
ნიუ–იორკი ქალაქი, სადაც ცა ზამთრის სუსხიან დღეებშიც ლურჯია და მზეც მუდმივად ანათებს. თოვლიან დღეებში კი ქუჩები და პარკები თეთრი საფარველით იფარება. ნიუ იორკში საშობაო სეზონი მადლიერების დღეს გრანდიოზული ცერემონიით იხსნება და დღესასწაულის პერიოდი საინტერესო აქტივობებით და ღონისძიებებითაა დატვირთული.
ვენეცია როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვენეცია ზამთარშიც არანაკლებ მომხიბვლელია, ვიდრე წელიწადის სხვა სეზონზე. ამასთან, ზამთარში ვენეციაში დასვენება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
ბერლინი გერმანიის დედაქალაქი ზამთარში სრულიად სხვა ქალაქად იქცევა! თუ ბერლისნ დეკემებერში ესტუმრებით, ნამდვილად მოიხიბლებით საშობაო ბაზრობებით. თუმცა არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წაღება, ბერლინში ტემპერატურა ამ დროს მინუსებში გადადის.
მადრიდი ესპანეთის დედაქალაქი ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქია ევროპაში, რაც განაპირობებს ცივ ზამთარს. თუმცა ცა, როგორც წესი, ლურჯია და პრადოს მუზეუმში სტუმრების შემდეგ ღია კაფეში შეგიძლიათ მზის სხივებით დატკბეთ. სასტუმროების ფასები მადრიდში ყველაზე იაფი იანვრის თვეშია.
ნიცა ზამთრის არდადეგებისთვის ნიცას ირჩევენ მდიდარი ბრიტანელები და სელებრითები. სასიამოვნო საღამოების გასატარებლად ქალაქში მრავალფეროვანი ბარები, რესტორნები და კლუბები გელოდებათ, დღისით კი მუზეუმები და გალერეები შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
რომიზამთარი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ნამდვილი რომი აღმოაჩინოთ. ტურისტების ნაკლებობის გამო შეგიძლიათ მშვიდად დაათვალიეროთ ქალაქი და შეიგრძნოთ რომაული ხიბლი. პატარა კაფეში ასაკოვანი მამაკაცების ჯგუფსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ და მათთან ერთად ისაუბროთ ყავა “არაბიკაზე”, ფრანჩესკო ტოტიზე თუ დედოფლის ტვიტერის ანგარიშზე.
ბარსელონა – თუ მაინცდამაინც პლაჟზე გარუჯვის მსურველი არ ხართ, არ არსებობს ზამთარზე უკეთესი დრო ბარსელონის მოსანახულებლად. ტურისტებით გადატვირთული ზაფხულის და წვიმიანი გაზაფხული-შემოდგომისგან განსხვავებით, მშრალ ზამთარში შეგიძლიათ მშვიდად შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული მიმზიდველობა. როგორც წესი, ზამთრის სეზონზე ბარსელონა არაერთ საინტერესო გამოფენას და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს.
ვენა – დაბალი ტემპერატურის მიუხედავად ზამთრის ვენის ქუჩებში ცხოვრება მაინც აქტიურია. დროდადრო მცირე თოვლი ქალაქს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ვენის ქუჩებში ზამთრის დღეებშიც კი ყოველთვის ნახავთ სასურველ გასართობს.
ამსტერდამი – არხის პირას განლაგებული წვრილსახურავიანი სახლები ზამთარში ყინულის ლოლოებს ემსგავსებიან. მყუდრო კაფეებში ბუხართან შეგიძლიათ გლინტვეინი მიირთვათ. თუ უპირატესობას გარეთ სეირნობას ანიჭებთ, ამსტერდამის ქუჩებში არხის გასწვრივ სეირნობაზე უკეთესი რა უნდა იყოს.
პარიზი – ზამთარში პარიზი სინათლის ქალაქიდან, სადღესასწაული განათებების ქალაქად იქცევა. არსად ისე არ იგრძნობა საშობაო განწყობა შესაბამისი ილუმინაციებით, როგორც პარიზში.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!