როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვი, რომ წარმატებული იყოს?


ილონ მასკი, ლარი პეიჯი, მარკ ცუკერბერგი, ოპრა უინფრი – სამყაროში უამრავი ისტორია არსებობს ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახლა მილიარდერები არიან. ყველა მშობელს სურს, საკუთარ შვილს უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. მთავარი კითხვა – როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი. ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რითაც შეგიძლიათ ბავშვს ხელი შეუწყოთ და მოუმზადოთ პირობა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს.
ეს ფსიქოლოგებისა და წარმატებული ადამიანების რჩევების ერთგვარი ნაკრებია.
ბავშვებთან ფულზე ლაპარაკი შეიძლება და აუცილებელიც კია ეს ტაბუდადებული თემა არ არის.ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, საიდან მოდის ფული, რატომაა საჭირო და როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ. მაღაზიაში პროდუქტის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ ფასს. ბავშვი ბედნიერი იქნება, თუ ამ პროცესში მასაც ჩავრთავთ. თქვენც უნდა აუხსნათ, რის მიხედვით არჩევთ კონკრეტულ პროდუქტებს და უნდა უთხრათ, რატომ არ უნდა გადაიხადოს სუპერმარკეტში მაკარონში იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ის რეალურად ღირს.აუხსენით, რატომ დადიან დედა და მამა სამსახურში და როგორი ანაზრაურება აქვთ. ვახშამზე ბავშვებთან ერთად შეიძლება განიხილოთ საყიდლებისა და მოგზაურობისთვის აუცილებელი ფინანსები.გააგზავნეთ ბავშვები საყიდლებზე არ არის აუცილებელი, ბავშვი საყიდლებზე მარტო გაუშვათ. შეიძლება თან წაჰყვეთ, მაგრამ საქმე მან უნდა გააკეთოს. თუ პროდუქციის დასახელების წაკითხვა არ შეუძლია, დაეხმარეთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!