- დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში, სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აა(ი)პ ბაღების გაერთიანების დირექტორი, ხათუნა თოლორაია უძღვებოდა. შეხვედრაზე, ბაღის გამგეებმა, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამეს და ახალი სასწავლო წლისათვის განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის მთავარ გამოწვევად, პანდემიის პირობებში, აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მაღლი ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებაა.
აა(ი)პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: ,,კოვიდ პანდემიით გამოწვეული, რთული, გამოწვევებით სავსე სასწავლო წლის შემდეგ, ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. მაქსიმალურად, ვცდილობთ, ბაღში აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ”.