წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს


  • სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს.

ხმების 33.49 პროცენტის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 58.45% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 18.65%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მმონაცემებით, ხმების 5.41% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“, ხმების 4.94% მიიღო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + 15 =

Akismet ანტისპამი