- ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია “გადაგვაგდეთ” გაიმართა.
შეკრებილებმა გააპროტესტეს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და მასში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მონაწილეობა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა.
აქციაზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივი.