საპარლამენტო კომიტეტებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს


  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკითხის მოსმენა დღეს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობდა.

ოპოზიციის ნაწილს, არასამთავრობო სექტორსა და მაუწყებლებს კანონპროექტის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, მათი მოსაზრებით კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს ზღუდავს, ამიტომ, ისინი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს არ უჭერენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!