ზუგდიდს კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი 300 000 ევრო გადაეცა


  • ზუგდიდს კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი 300 000 ევრო გადაეცა. ამ წუთებში, დადიანების სასახლის ეზოში დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

ზუგდიდის კულტურის განვითარების ხუთ წლიანი სტრატეგია, 2022 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, ქალაქის მთავარ კულტურულ და შემოქმედებით თემებს, შესაძლებლობებს, მიზანსწრაფვებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

ქალაქმა სამი მთავარი თემა და მიზანსწრაფვა განსაზღვრა: ზუგდიდი როგორც: კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციის ქალაქი, ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

„EU4CULTURE“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა.

პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!