სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, გუშინ, აღებულ იქნა, 776 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან დადებითია 7. 

“3 არის ხობის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, ადრე გამოვლენილი მძღოლის კონტაქტებია, 2 არის ფოთში მომუშავე ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირის კონტაქტები და 2 არის წალენჯიხის მუნიცპალიტეტში მცხოვრები პირები. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.

მისივე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 მოქალაქე. რუხის კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. რეგიონის მასშტაბით სულ ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 113, გამოჯანმრთელდა 11.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 167 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ფოთის კლინიკაში მკურნალობს 37 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!