ზუგდიდში ქალაქის საჯარო სკოლებმა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყეს


  • დღეს, 1-ელი ოქტომბრიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

ზუგდიდის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, ზუგდიდის ქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ყველგან დაიწყო. “რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს, რუხში, დიდნეძში, ინგირის პირველ და ცაიშში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ მიმდინარეობს,მაგრამ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში დისტანცირად. კითხვაზე, თუ როდის განახლდება ამ სკოლებში სასწავლო პროცესი, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა: “ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე, თუ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ”.

ინფორმაციისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, სწავლას კვლავ ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!