- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტონე სივრცეში იმყოფება – 126 ადამიანი.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 61 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 მოქალაქე,
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი,
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 4 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 27 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 42 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 12 პირი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – ხობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი. ის მკურნალობას რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა.