- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 141 ადამიანი.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 49 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 4 მოქალაქე.
” სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 20 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 32 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 15 პაციენტი, მათ შორის 2 მძიმე.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 8 პაციენტი.
“სენაკი ლაზიკა მედი” – 18 პაციენტი, მათ შორის 1 მძიმე.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 30.
ამავე ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 79 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობას თერჯოლის კოვიდ საავადმყოფოში გადიოდა.